მედია

WeChat Official Account

Little Red Book

Weibo

ჭკვიანი სახლის გადაწყვეტილებები

განათება, ტემპერატურა და გართობის სისტემები სრულად მორგებადია თქვენს პირად პრეფერენციებზე. LifeSmart-ის თანამედროვე ავტომატიზაციის ტექნოლოგია აერთიანებს ყველა სისტემას ერთ სივრცეში, რათა შეიქმნას გარემო, რომელიც ზუსტად ერგება თქვენს ცხოვრების სტილს.
თქვენი განათება, ტემპერატურა და გართობა ერგება თქვენს სტილსა და კომფორტს.

ოთხი ძირითადი მართვის სისტემა

ჭკვიანი ლიფტის კონტროლის სისტემა | ენერგიისა და კლიმატური სისტემების მართვა (HVAC) | შენობის ზარის/ინტერკომის სისტემა | ვიზუალიზებული მართვის პლატფორმა
რას გაძლევთ ჭკვიანი ტექნოლოგიები?

ჭკვიანი ლიფტის კონტროლის სისტემა

Nature 7 Pro-ის, უნივერსალური კონტროლერისა და კარის/ფანჯრის სენსორების დახმარებით იღებთ "ერთი შეხებით ლიფტის გამოძახების" სერვისს. როცა სახლიდან გადიხართ, ლიფტი ავტომატურად მოდის თქვენს სართულზე — აღარ არის მოლოდინი ან ხელების დაკავება, უბრალოდ ელეგანტური და კომფორტული წასვლის გამოცდილება.
Nature 7 Pro-ის მსგავს მოწყობილობებთან ერთად იღებთ “ერთი შეხებით ლიფტის გამოძახების” სერვისს.

ჭკვიანი სცენები

როდესაც გეოლოკაციის ან კორპუსის შესასვლელის მეშვეობით დაფიქსირდება თქვენი მისვლა, ავტომატურად აქტიურდება სცენა „სახლში დაბრუნება“. სანამ სახლს მიუახლოვდებით, ავტოსადგომის კარიბჭე იხსნება, ხოლო შიგნით კონდიციონერი და ვენტილაცია უკვე მორგებულია იდეალურ ტემპერატურაზე — ყველაფერი მზადაა თქვენი დასახვედრად.
სცენა „სახლში დაბრუნება“ ავტომატურად აქტიურდება გეოლოკაციის ან კომპლექსის შესასვლელის დაფიქსირებისას.

გათბობა გაგრილება და ენერგიის მართვა

ჭკვიანი სენსორების 485 კონვერტერის დაკავშირების შედეგად, შეგიძლიათ მარტივად გააკონტროლოთ წყლისა და ელექტროენერგიის მოხმარება და ხარჯები.
485 კონვერტერის დახმარებით შეგიძლიათ მარტივად გააკონტროლოთ სახლის ენერგომოხმარება და ხარჯები.

ზარისა და ინტერკომის სისტემა

LifeSmart Yunqi თავსებადია ბაზარზე არსებულ ძირითად ინტერკომ ბრენდებთან, როგორიცაა Dahua, Lillin და Ruiyunlian. Nature 7 Pro-ის მეშვეობით მარტივად შეგიძლიათ უპასუხოთ ზარს კარის ინტერკომიდან და აწარმოოთ საუბარი. გადაუდებელი შემთხვევისას კი ერთი ღილაკით შეგიძლიათ მოახდინოთ სწრაფი შეტყობინება და დახმარების გამოძახება.
LifeSmart Yunqi თავსებადია ბაზარზე არსებულ წამყვან კარის ინტერკომ სისტემებთან.

უსაფრთხოების სისტემა

მფლობელის წინასწარი ავტორიზაციის პირობებში, გადაუდებელი შემთხვევისას განგაშის შეტყობინება მომენტალურად ეგზავნება კომპლექსის ადმინისტრაციას.
ბინაში გადაუდებელი შემთხვევის დროს, განგაშის შეტყობინება დროულად ეგზავნება კომპლექსის ადმინისტრაციას.

გარფიკული მართვის პლათფორმა

ინდუსტრიული დონის პლატფორმის მეშვეობით, კომპლექსის პერსონალი მარტივად მართავს საერთო სივრცეების ელექტროენერგიის მოხმარებას და ამცირებს საოპერაციო ხარჯებს. ამავე დროს, უსაფრთხოების თანამშრომლები რეალურ დროში აკონტროლებენ შესასვლელებსა და ვიდეოკამერების სტატუსს, რაც უზრუნველყოფს კომპლექსის უსაფრთხოებას და ქმნის ენერგოეფექტურ, დაცულ და მოსახერხებელ ჭკვიან გარემოს.
ინდუსტრიული პლატფორმის მეშვეობით, ადმინისტრაცია იღებს სრულ ინფორმაციას საერთო სივრცეების ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ.

შეტყობინებების მიწოდება

Nature 7 Pro-ის მსგავსი დიდეკრანიანი მოწყობილობების მეშვეობით, ადმინისტრაცია ზუსტად აწვდის თითოეულ ოჯახს ინფორმაციას — ფასდაკლებების, აქციების, უბნის ღონისძიებების, ან ქონების გადასახადების შესახებ.
LifeSmart-ის დიდეკრანიანი მოწყობილობების მეშვეობით, ადმინისტრაცია ზუსტად აწვდის ინფორმაციას თითოეულ ოჯახს.
LifeSmart-ის ჭკვიანი ცხოვრების გადაწყვეტა უკვე სრულად დანერგილია შემდეგ ობიექტებში...
LifeSmart-ის ჭკვიანი ცხოვრების გადაწყვეტა უკვე
სრულად დანერგილია შემდეგ ობიექტებში...